დაცვა საგამოძიებო მოქმედბეების დროს საქართველოში | ლეკიშვილი & პატიეშვილი
ლეკიშვილი და პატიეშვილი — სისხლის სამართლის ადვოკატები ვუზრუნველყოფთ კლიენტის ინტერესების დაცვას საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას. აღნიშნული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში კლიენტს ვთავაზობთ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას ჩვენი მრავალწლიანი პრაქტიკის საფუძველზე - რეალურ დროში სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, რაც უზრუნველყოფს შეცდომების თავიდან არიდების შესაძლებლობას, კლიენტის სიმშვიდეს და შემდგომ სამართლებრივ პროცესში სწორი დაცვის სტრატეგიის შემუშავების შესაძლებლობას.
საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას მიღებულ ერთ სწორ გადაწყვეტილებას შეუძლია არსებითად შეცვალოს საქმის შემდგომი განვითარება.
პრაქტიკამ ცხადყო, რომ საგამოძიებო ორგანოები ძალიან ხშირად ატარებენ ისეთ საგამოძიებო მოქმედებებს, როგორიც არის ჩხრეკა, ამოღება, საგამოძიებო ექსპერიმენტი, ნივთიერი მტკიცებულებების დათვალიერება, ტექნიკური მოწყობილობების ამოღება და სხვა.
საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას მოულოდნელობის და დაბნეულობის გამო თქვენ შესაძლოა აზრებსაც ვერ უყრიდეთ ერთად თავს, აღნიშნულმა კი შესაძლოა გამოიწვიოს საგამოძიებო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, ხოლო შემდგომ თქვენი ან/და თქვენთან დაკავშირებული სხვა პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასეთ დროს თქვენ პასუხისგაუცემელი კითხვები გაწუხებთ, არ იცით რა მოხდება და ენდოთ თუ არა გამომძიებლის განმარტებებს!
უნდა განგეცხადებინათ რაიმე ამოღებულ ნივთმტკიცებასთან დაკავშირებით თუ უბრალოდ დუმილი უნდა შეინარჩუნოთ?
უნდა შეგეტანათ რაიმე სახის შენიშვნა, შესწორება ან/და განცხადება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ოქმში თუ არა? ხომ არ შეცვლიან ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებას?
ხელი რომ არ მოგეწერათ ოქმებისათვის ან/და სხვაგვარად მოქცეულიყავით… მაშინ რა მოხდებოდა?
პასუხი: სხვაგვარად რომ მოქცეულიყავით ყველაფერი შეიძლება თქვენს სასიკეთოდ დამთავრებულიყო… საგამოძიებო მოქმედებების დროს მიღებულ ერთ გადაწყვეტილებას შეუძლია არსებითად შეცვალოს საქმის შედეგი.
მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ ჩხრეკისას ან/და სხვა საგამოძიებო მოქმედებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭიროა ჩვენი სისხლის სამართლის ადვოკატის პროფესიული შეფასება/რჩევა.
უნდა იცოდეთ და გესმოდეთ, რომ მოწმის უფლებაა მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში, თუმცა პრაქტიკაში საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა შეიძლება სრულად არ მოგაწოდონ ინფორმაცია თქვენი ზემოაღნიშნული უფლების შესახებ. ჩვენი სერვისით სარგებლობის შემთხვევაში ადვოკატი მოგაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას თქვენი უფლებების შესახებ — რა დროსაც თქვენ გექნებათ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა - ყოველგვარი მანიპულაციის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გარეშე.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შედგენილი ნებისმიერი დოკუმენტი წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის საქმეში, თქვენი ან/და თქვენთვის მნიშვნელოვანი პირის წინააღმდეგ.
აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებს აქვს არსებითი მნიშვნელობა. ხშირად საგამოძიებო მოქმედება ხორციელდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა მოცულობით და რა მიზნისთვის აქვს საგამოძიებო ორგანოს შესაბამისი პროცედურის ჩატარების უფლება. შესაბამისად, გამომძიებელი ვალდებულია იმოქმედოს სწორედ იმ ფარგლებში, რაც განსაზღვრულია სასამართლოს გადაწყვეტილებით.
მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ გამომძიებელს აქვს უფლება კონკრეტული მოწყობილობიდან მოიპოვოს ინფორმაცია, ეს ავტომატურად არ ანიჭებს მას უფლებას მოითხოვოს აღნიშნულ მოწყობილობაზე წვდომის პაროლი ან სხვა უსაფრთხოების კოდები.
ზემოაღწერილი საგამოძიებო მოქმედებების დროს ლეკიშვილი & პატიეშვილი - სისხლის სამართლის ადვოკატების მონაწილეობა წარმოადგენს თქვენი უფლებების დაცვის მნიშვნელოვან სამართლებრივ გარანტიას. ჩვენი ადვოკატი უზრუნველყოფს, რომ პროცედურა ჩატარდეს კანონით დადგენილი წესების დაცვით და თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის უკანონო მოქმედება, ზედმეტი ფსიქოლოგიური ზეწოლა ან სხვა გარემოება, რომელიც შეიძლება უარყოფითად აისახოს თქვენს სამართლებრივ მდგომარეობაზე.
ამასთან, საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას მოქალაქეს შესაძლოა გამორჩეს მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც მომავალში შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს საქმის სამართლებრივი შეფასებისა და შემდგომი პროცესუალური ნაბიჯების განსაზღვრისათვის. ჩვენი სისხლის სამართლის ადვოკატის საგამოძიებო მოქმედებაზე დასწრება მოგცემთ შესაძლებლობას არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი დეტალები.
ლეკიშვილი & პატიეშვილი - სისხლის სამართლის ადვოკატები უზრუნველყოფენ კლიენტის ინტერესების დაცვას საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას და რეალურ დროში სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, რაც საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ შეცდომები და სწორად დაგეგმოთ შემდგომი დაცვის სტრატეგია.