დაცვის სტრატეგიის შემუშავება
იურიდიული კომპანია Lekishvili & Patieshvili – სისხლის სამართლის ადვოკატები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ თითოეულ საქმეზე დაცვის სტრატეგიის მომზადებას. სისხლის სამართლის საქმეში დაცვის სტრატეგიის სწორად შემუშავება წარმოადგენს ბრალდებულის, დაზარალებულის და მოწმის უფლებების დაცვის საფუძველს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება გამოძიების ეტაპს, მტკიცებულებების შეფასებას და სამართლებრივი რისკების წინასწარ მართვას საქართველოში.
სწორად დაგეგმილი დაცვის სტრატეგია ხშირად განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმის შედეგს და ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას (გამართლებას, აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, პასუხისმგებლობის შემსუბუქებას, გათავისუფლებას და სხვა შედეგებს). ეს პროცესი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო და ღირებულ ეტაპს, რომელიც კლიენტს აძლევს შესაძლებლობას რეალურად დაიცვას თავი, მათ შორის - მოულოდნელი სამართლებრივი რისკებისგან.
ამ სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, ნებისმიერი სცენარის პირობებში მიიღწევა სამართლებრივად გამართული და პრაქტიკულად შედეგიანი გადაწყვეტილება. აღნიშნული სერვისი წარმოადგენს სისხლის სამართლის ადვოკატის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროფესიულ ფუნქციას საქართველოში.
ჩვენ ხშირად გვეკითხებიან, თუ როგორ ვახერხებთ ეფექტური დაცვის უზრუნველყოფას. ქვემოთ იხილავთ პასუხებს იმ საკითხებზე, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებთ ბრალდებულებსა და მათი ოჯახის წევრებს.
დაცვის სტრატეგია არის, ჩვენი სისხლის სამართლის ადვოკატების რისკების შეფასების საფუძველზე განსაზღვრული სამართლებრივი გეგმა, რომელიც მოიცავს:
დიახ, „ლეკიშვილი & პატიეშვილის" საადვოკატო ბიუროში დაცვის სტრატეგია წარმოადგენს შეთანხმებულ სისტემას. ჩვენი მიდგომა ეფუძნება:
საჭიროების შემთხვევაში, სტრატეგია მოიცავს არა მხოლოდ დაცვის პოზიციას, არამედ თავდასხმის სამართლებრივი გზების გააქტიურებასაც, რათა კლიენტი ყოველმხრივ დაცული იყოს.
სასურველია, რომ ჩვენი გუნდი გამოძიების საწყის ეტაპზევე ჩაერთოს დაცვის სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს სტრატეგიის სისხლის სამართლის საქმის მსვლელობის სხვადასხვა ეტაპზე შექმნის/ჩამოყალიბების შესაძლებლობას.
დიახ სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩვენ კლიენტს ვეუბნებით თუ რა სირთულეების, გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას და ვუხსნით, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს აღნიშნულ დაბრკოლებებს. მსგავსი მიდგომა უზრუნველყოფს კლიენტის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და მორალურ მხარდაჭერას, რაც ამცირებს მოვლენების ცუდად განვითარების რისკებს, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ ადამიანებს თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე დაძაბულ გარემოში.
ჩვენ არ ვმუშაობთ შაბლონურად - თითოეულ საქმეს ვეკიდებით როგორც სტრატეგიულ გამოწვევას, და არა როგორც ფორმალურ ვალდებულებას. ჩვენთვის დაცვის სტრატეგია არ არის უბრალოდ ტაქტიკა - ეს არის კლიენტთან ერთად გაწერილი გზა, რომელიც ეყრდნობა სიღრმისეულ სამართლებრივ ანალიზს, მოულოდნელობების წინასწარ განეიტრალებას და მიზნისკენ შედეგზე ორიენტირებულად სიარულს.
სისხლის სამართლის საქმე არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ტაქტიკურ-სტრატეგიული ბრძოლაა. პროცესის თითოეული ეტაპი - საგამოძიებო მოქმედება, მტკიცებულების მოპოვება, თუ სასამართლო სხდომა - წარმოადგენს საერთო პროცესში გათვლილი ნაბიჯების ერთობლიობას, სადაც ერთმა სწორად შერჩეულმა სტრატეგიულმა ქმედებამ შეიძლება შეცვალოს საქმის დინამიკა.
ჩვენ პასუხებს მხოლოდ კანონში არ ვეძებთ - ჩვენ ვხედავთ პროცესის მონაწილის ფსიქოლოგიას, ვგრძნობთ მოწინააღმდეგის ნაბიჯების ლოგიკას და ვაწყობთ ჩვენს ვერსიას ისე, რომ ბოლო სიტყვა ჩვენს კლიენტს ეკუთვნოდეს.
ჩვენთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს მასშტაბით - თბილისის, ზუგდიდის, ქუთაისის, თელავის, ბათუმისა და სხვადასხვა ქალაქების სასამართლო თუ საგამოძიებო პრაქტიკა. აღნიშნული გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, ეფექტურად დავიცვათ კლიენტების ინტერესები სისხლის სამართლის საქმეებზე როგორც თბილისში, ისე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში (ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში და სხვა).
სტრატეგიის არსი მარტივ ფორმულაში გამოიხატება:
ჩვენ ლეკიშვილი & პატიეშვილი - სისხლის სამართლის ადვოკატებმა ვიცით, რომ გაქვთ დამატებითი კითხვები, ამიტომ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ, რათა უფრო თქვენზე მორგებული კონსულტაცია გაგიწიოთ და დაუყოვნებლივ მივიღოთ გადაწყვეტილებები დაცვის სწორი სტრატეგიის შემუშავების მიზნით.