google 5.0
star icon star icon star icon star icon star icon
თუ დააკავეს
tel icon + 995 598 89 99 94
mail icon info@criminallaw.ge

ალტერნატიული გამოძიების ჩატარება | ლეკიშვილი & პატიეშვილი

ალტერნატიული გამოძიება საქართველოში | ლეკიშვილი & პატიეშვილი

ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დაცვისთვის აუცილებელია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულების ფაქტობრივი და სამართლებრივი ანალიზი. აღნიშნული შეფასების საფუძველზე ადვოკატმა უნდა განსაზღვროს, რომელი გამამართლებელი ან ბრალის შემამსუბუქებელი მტკიცებულებების მოპოვებაა საჭირო და უზრუნველყოს მათი კანონით დადგენილი წესით მოპოვება და სასამართლოში წარდგენა.

ჩვენი ადვოკატების მიერ ჩატარებული ალტერნატიული გამოძიების მიზანია არა მხოლოდ ახალი ინფორმაციის მოძიება, არამედ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დროულად, კანონიერად და წინასწარ განსაზღვრული სამართლებრივი სტრატეგიის საფუძველზე მოპოვება.


ხშირად დასმული კითხვები ალტერნატიული გამოძიების შესახებ

ალტერნატიული გამოძიების ფარგლებში Lekishvili & Patieshvili-ის სისხლის სამართლის ადვოკატები თითოეული საქმისთვის ინდივიდუალურ დაცვისა და საგამოძიებო სტრატეგიას ადგენენ. ყველა სისხლის სამართლის საქმე განსხვავებულია, ამიტომ არ არსებობს ერთიანი მიდგომა, რომელიც ყველა შემთხვევაში ეფექტიანი იქნება.

საქმის მასალების სრულყოფილი შესწავლის შემდეგ განისაზღვრება, რომელი მტკიცებულებების მოპოვებაა საჭირო, რომელი ფაქტობრივი გარემოებები საჭიროებს დამატებით გადამოწმებას და რა საპროცესო მოქმედებები უნდა განხორციელდეს ბრალდებულის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის.

საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენი ადვოკატის მიერ ჩატარებული გამოძიება შეიძლება მოიცავდეს:

  • ბრალდებულის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებების სამართლებრივ და ფაქტობრივ ანალიზს;
  • ბრალდების უარმყოფელი და დაცვის პოზიციის დამადასტურებელი ახალი მტკიცებულებების მოძიებას;
  • მოწმეების მოძიებასა და გამოკითხვას;
  • ვიდეო, აუდიო, ელექტრონული და სხვა სახის მტკიცებულებების მოძიებასა და ანალიზს;
  • დოკუმენტებისა და სხვა წერილობითი მტკიცებულებების მოპოვებას;
  • ექსპერტიზის ჩატარების საჭიროების შეფასებასა და ინიცირებას;
  • შემთხვევის ადგილისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დამატებით შესწავლას;
  • ინფორმაციის გამოთხოვასა და კანონით გათვალისწინებული სხვა საპროცესო მოქმედებების განხორციელებას.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მტკიცებულების მოძიება, არამედ მისი კანონით დადგენილი წესით მოპოვება, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მტკიცებულების თქვენს სასარგებლოდ გამოყენება შესაძლებელი.

ალტერნატიული გამოძიება ბრალდებულის უფლებების ეფექტიანი დაცვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. თუ დაცვის მხარე არ გამოიყენებს კანონით მინიჭებულ უფლებას და დამოუკიდებლად არ მოიპოვებს მნიშვნელოვან მტკიცებულებებს, სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასაბუთება მნიშვნელოვნად გართულდება.

სისხლის სამართლის პროცესში მხოლოდ ბრალდებულის ან/და ადვოკატის განცხადებები და განმარტებები შესაძლოა საკმარისი არ იყოს. ბრალდებულის თითოეული პოზიცია სასურველია, რომ იყოს გამყარებული კანონიერად მოპოვებული და დასაშვები მტკიცებულებებით.

სწორედ მტკიცებულებები ანიჭებს ბრალდებულის არგუმენტებს სამართლებრივ ძალას, ამცირებს სიტყვის მიმართ ეჭვის გაჩენის შესაძლებლობას და ართულებს ბრალდების მხარისთვის დაცვის პოზიციის უარყოფას.

ამიტომ ალტერნატიული გამოძიება არ არის მხოლოდ ფორმალური საპროცესო უფლება — ის წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის სტრატეგიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ეფექტიან ინსტრუმენტს.

არა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა თქვენ მტკიცებულებების მოსაპოვებლად და სასამართლოში წარსადგენად განსაზღვრულ ვადას გაძლევთ. ამ ვადის გასვლის შემდეგ, როგორც წესი, ახალი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა აღარ არის დასაშვები.

ეს ნიშნავს, რომ თუ კანონით დადგენილ ვადაში, ვერ მოიპოვეთ თქვენი უდანაშაულობის დამადასტურებელი ან ბრალდების უარმყოფელი მტკიცებულება, სასამართლო დაგვიანებით მოპოვებულ და სასამართლოში წარგდენილ ასეთ მასალას დიდი ალბათობი აღარ მიიღებსს მხედველობაში, იმ შემთხვევაშიც კი თუ მას საქმისთვის მნიშვნელოვანი ან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

გამონაკლისი შეიძლება არსებობდეს იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთდება, რომ აღნიშნული მტკიცებულების დროულად მოპოვება ან სასამართლოში წარდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო ან/და არსებობს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული რომელიმე შემთხვევა.

სწორედ ამიტომ, ალტერნატიული გამოძიება უნდა დაიწყოს საქმის საწყის ეტაპზე - წინასასამართლო სხდომამდე. ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებები ხშირად განსაზღვრავს, რამდენად ეფექტიანად შეძლებს სისხლის სამართლის ადვოკატი სასამართლოში ბრალდებულის სასარგებლო პოზიციის წარმოდგენას.

Lekishvili & Patieshvili-ის სისხლის სამართლის ადვოკატებს ასობით სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობისა და გამოძიების მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ.

სწორედ ეს გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, თითოეული საქმე ინდივიდუალურად შევაფასოთ, შევიმუშაოთ საქმეზე მორგებული საგამოძიებო და დაცვის სტრატეგია, ამასთან თავიდან ავიცილოთ ისეთი პროცედურული შეცდომები, რომლებმაც შესაძლოა მტკიცებულების სასამართლოში გამოყენება შეუძლებელი გახადოს.

ალტერნატიული გამოძიების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის განსაზღვრა, თუ რომელი მტკიცებულებები უნდა მოიპოვოს დაცვის მხარემ, არამედ იმის წინასწარ შეფასებაც, თუ რა არგუმენტები ან მტკიცებულებები შეიძლება დაუპირისპიროს მათ ბრალდების მხარემ.

სწორედ ამ ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება, რა დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაა საჭირო, რათა ბრალდებულის პოზიცია სასამართლოში მაქსიმალურად მყარი და დასაბუთებული იყოს.

სისხლის სამართლის საქმეში ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმას, თუ რა მტკიცებულება გაქვთ, არამედ იმასაც, გაუძლებს თუ არა იგი ბრალდების მხარის კრიტიკას და შეინარჩუნებს თუ არა მტკიცებით მნიშვნელობას სასამართლოს წინაშე.

სწორედ ამიტომ, თითოეული საგამოძიებო მოქმედება წინასწარ განსაზღვრული სამართლებრივი სტრატეგიის შესაბამისად იგეგმება და ხორციელდება.

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ამავდროულად ყველაზე სახიფათო შეცდომაა.

ბევრს ჰგონია, რომ თუ მის ხელთ არის ვიდეოჩანაწერი, მიმოწერა, დოკუმენტი ან სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, საკმარისია იგი სასამართლოში მიიტანოს და მოსამართლეს აჩვენოს.

სინამდვილეში, მხოლოდ ინფორმაციის ან მასალის ფლობა არ ნიშნავს, რომ სასამართლო მას ავტომატურად დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს. მისი გამოყენების შესაძლებლობა დამოკიდებულია იმაზე, დაცულია თუ არა მტკიცებულების მოპოვების, დაფიქსირების, შენახვისა და სასამართლოში წარდგენის კანონით განსაზღვრული წესები.

რიგ შემთხვევებში მტკიცებულებამ უნდა გაიაროს შესაბამისი საპროცესო პროცედურები ან სასამართლო კონტროლი, რათა მისი გამოყენება შესაძლებელი გახდეს.

თუ კანონით განსაზღვრული წესები დაირღვა, სასამართლომ შეიძლება არ მიიღოს ისეთი მტკიცებულებაც კი, რომელიც პირდაპირ ადასტურებს ბრალდებულის უდანაშაულობას ან მნიშვნელოვნად ასუსტებს ბრალდებას.

სწორედ ამიტომ, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული გამოძიების მიზანი მხოლოდ ახალი ინფორმაციის მოძიება არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მტკიცებულება მოპოვებული, დაფიქსირებული და საქმეზე დართული იყოს კანონით დადგენილი წესით, რათა სასამართლოში მისი გამოყენება შესაძლებელი გახდეს.

პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დამოუკიდებლად მოპოვების მცდელობა შესაბამისი სამართლებრივი სტრატეგიის გარეშე. ასეთ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ მტკიცებულება სასამართლომ დაუშვებლად ცნოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი შინაარსი ბრალდებულისთვის სასარგებლოა.



⚠️ მნიშვნელოვანი შეტყობინება

ალტერნატიული გამოძიება უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის საწყის ეტაპზე, ვინაიდან მტკიცებულებების მოძიებისა და სასამართლოში წარდგენისთვის კანონი განსაზღვრულ ვადას ადგენს. ვადის გასვლის შემდეგ ახალი მტკიცებულების წარდგენა, როგორც წესი, აღარ არის დასაშვები. სრულყოფილი სამართლებრივი კონსულტაციისა და ეფექტიანი დაცვისთვის დროულად დაუკავშირდით Lekishvili & Patieshvili-ის სისხლის სამართლის ადვოკატებს.

მოწმის უფლებების დაცვა დაზარალებულის უფლებების დაცვა ბრალდებულის უფლებების დაცვა დაცვის სტრატეგიის შემუშავება ალტერნატიული გამოძიების ჩატარება დაცვა საგამოძიებო მოქმედებების დროს დაკითხვისთვის მომზადება ადვოკატი, როგორც დეტექტივ-გამომძიებელი მომსახურება საექსტრადიციო საკითხევთან დაკავშირებით ახლად გამოვლენილი გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება საპროცესო შეთანხმება სასჯელისგან გათავისუფლება და შემსუბუქება დაკავება მტკიცებულებების მოპოვება/წარდგენა ხანდაზმულობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა შეწყალება და ამნისტია წინასასამართლო სხდომა ნასამართლობის მოხსნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი
ალტერნატიული გამოძიების ჩატარება
მოწმის უფლებების დაცვა დაზარალებულის უფლებების დაცვა ბრალდებულის უფლებების დაცვა დაცვის სტრატეგიის შემუშავება ალტერნატიული გამოძიების ჩატარება დაცვა საგამოძიებო მოქმედებების დროს დაკითხვისთვის მომზადება ადვოკატი, როგორც დეტექტივ-გამომძიებელი მომსახურება საექსტრადიციო საკითხევთან დაკავშირებით ახლად გამოვლენილი გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება საპროცესო შეთანხმება სასჯელისგან გათავისუფლება და შემსუბუქება დაკავება მტკიცებულებების მოპოვება/წარდგენა ხანდაზმულობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა შეწყალება და ამნისტია წინასასამართლო სხდომა ნასამართლობის მოხსნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი