საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
google 5.0
star icon star icon star icon star icon star icon
თუ დააკავეს
tel icon + 995 598 89 99 94
mail icon info@criminallaw.ge
ფილოსოფიური ხედვა | ლეკიშვილი & პატიეშვილი

ფილოსოფია
ჩვენ საზოგადოების ნაწილი ვართ - სამართლიანობა ადამიანიდან იწყება

სამართლის არსი

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად აუცილებელია, სამართალი ორი მიმართულებით განვმარტოთ: ვიწრო სამართლის გაგებით და ფართო სამართლის გაგებით.

ვიწრო გაგებით, სამართალი წესებისა და პროცედურების მკაცრ დაცვას ეფუძნება, ხოლო ფართო გაგებით - სამართლიანობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი სამართლებრივი პრინციპების დაცვას ემსახურება. სწორედ ამ ორი მიდგომის თანხვედრაში უნდა იპოვოს სამართალმა თავისი ნამდვილი არსი.

თუ სამართალს ვიწრო გაგებით განვმარტავთ, უნდა მივიჩნიოთ, რომ ნებისმიერი წესის ფორმალური დარღვევა ავტომატურად უშლის ხელს სამართლიანობის აღსრულებას. ასეთ შემთხვევაში, სამართალი სრულად ემორჩილება პროცედურას და შედეგი მეორეხარისხოვანი ხდება.

თუმცა, ფართო გაგებით სამართალი უნდა იყოს იმგვარი სისტემა, რომელიც კონკრეტულ შემთხვევას ერგება, ინარჩუნებს მოქნილობას და პირველ რიგში იცავს სამართლიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს. ამ გაგებით, სამართლის მიზანი მხოლოდ წესების შესრულება კი არ არის, არამედ მათი გამოყენება იმგვარად, რომ არ დაირღვეს ადამიანის ძირითადი უფლებები და სამართლიანობის არსი.

ფართო გაგებით სამართალი უნდა ემსახურებოდეს ძირითადი სამართლებრივი პრინციპების აღსრულებას, ხოლო ვიწრო გაგებით - კონკრეტული წესებისა და პროცედურების დაცვას. ერთი მეორის გარეშე სამართალი სრულყოფილი ვერ იქნება და სამართლიანობის აღსრულება ყოველთვის აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ.

აქვე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როდიდან უნდა განიმარტოს სამართალი ვიწროდ ან ფართოდ - ამის საზომი მხოლოდ ადამიანია.


ადამიანი, როგორც საზომი

საადვოკატო საქმიანობა, ზოგადად, ადამიანის - როგორც ქმნილების - გაცნობის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც შეგიძლია გააცნობიერო, ვინ ხარ შენ და ვინ დგას შენს წინ. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ერთსა და მეორე მხარესაც ადამიანია - თავისი ისტორიით, შეცდომებით, სიმართლით, შიშებითა და იმედებით.

აღსანიშნავია, რომ ყველას განსხვავებული მორალური სასწორი აქვს. თუმცა სწორი მორალური ღირებულებები ყოველთვის მხოლოდ სამართლიანობას ემსახურება. აქ არ არსებობს კომპრომისი - მორალი ან ემსახურება სამართლიანობას, ან არა.

მაშასადამე, მორალი არის სამართლიანობის გასაღები.

და სამართლიანობა მხოლოდ იმ „გასაღებით“ აღსრულდება, რომელიც სწორი მორალური ღირებულებით არის გამოთლილი. თუ ეს გასაღები ერთხელ მაინც მოერგო სამართლიანობის საკეტს და მისი მეშვეობით სამართლიანობა აღსრულდა, ეს ნიშნავს, რომ სამართლიანობის კარგი პერსპექტივები არსებობს - რადგან გასაღების მორალი სამართლებრივ ღირებულებებს შეესაბამება და სწორად არის ჩამოყალიბებული.

მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკა თავად სრულყოფს ამ გასაღებს - რაც უფრო ხშირად მონაწილეობს გასაღები სამართლიანობის აღსრულებაში, მით უფრო ზუსტ, უნიკალურ და ძლიერ ფორმას იძენს ის - სწორედ ეს უწყვეტი დახვეწის პროცესი ქმნის ადვოკატს.


ჩვენ საზოგადოების ნაწილი ვართ და გვჯერა, რომ სამართლიანობა ადამიანიდან იწყება.