ადვოკატები
დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი
გიორგი ლეკიშვილი
გიორგი ლეკიშვილის პროფესიული (საადვოკატო/საპროკურორო) პრაქტიკა მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულებს, მათ შორის:
აღნიშნული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, ვინაიდან გიორგი ლეკიშვილის პროფესიული პრაქტიკა მრავალფეროვანია და ორიენტირებულია მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისაკენ.
გიორგი ლეკიშვილის პროფესიული გამოცდილება მოიცავს ასევე სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის საკითხებს. მისი პრაქტიკა დაკავშირებულია სხვადასხვა სახელმწიფოს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის მექანიზმებთან, მათ შორის ექსტრადიციის პროცესებთან, ინტერპოლის მეშვეობით განხორციელებულ საერთაშორისო ძებნებთან და სხვა ტრანსნაციონალურ სამართლებრივ პროცედურებთან.
გიორგი ლეკიშვილის საქმიანობა მოიცავს, მათ შორის:
აღნიშნული მიმართულება მოითხოვს როგორც სისხლის სამართლის ეროვნული კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების სიღრმისეულ ცოდნას, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის საქმეებში ეფექტიანი სამართლებრივი სტრატეგიის შემუშავებაში.
გიორგი ლეკიშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ პროფესიულ პროგრამებსა და ტრენინგებში, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართალთან, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან და თანამედროვე საგამოძიებო პრაქტიკასთან:
გარდა ამისა, გიორგი ლეკიშვილი მონაწილეობდა საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებულ სასამართლო მონიტორინგის პროექტში (2013).
თუ თქვენ გჭირდებათ სისხლის სამართლის ადვოკატის კონსულტაცია, გიორგი ლეკიშვილი და მისი გუნდი მზად არიან გაგიწიონ პროფესიული სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის საქმეების ფართო სპექტრში.