ბრალდებულის უფლებების დაცვა საქართველოში | ლეკიშვილი & პატიეშვილი
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ბრალდებულის უფლებების დაცვას საქმის ყველა ეტაპზე და ქმნის სამართლებრივ სტრატეგიას, რომელიც მაქსიმალურად იყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას.
ადვოკატის ჩართულობა უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდეს კანონის სრული დაცვით. ეს გამორიცხავს პროცესუალურ შეცდომებს, რომლებიც მომავალში შესაძლოა ბრალდებულის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. ჩვენი ბიურო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას კლიენტის ინტერესების დასაცავად.
სისხლის სამართლის დაცვის პროცესის საფუძველია დეტალური კონსულტაცია. ჩვენი ადვოკატები:
სწორედ ამ ეტაპზე ყალიბდება დაცვის ძირითადი სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს შემდგომ სამართლებრივ ნაბიჯებს.
სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებათა (ვიდეოჩანაწერები, მოწმის ჩვენებები, ბიოლოგიური კვალი) მოპოვება ხშირად მკაცრად განსაზღვრულ ვადებზეა დამოკიდებული. Lekishvili & Patieshvili-ს გუნდი უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დროულ მოძიებას, ანალიზს და მათ ეფექტურად გამოყენებას დაცვის პროცესში.
ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სწორი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, ხშირად შესაძლებელია ბრალად წარდგენილი მუხლის შეცვლა უფრო მსუბუქი კვალიფიკაციით, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სასჯელის მოცულობაზე. ჩვენი გუნდის პრაქტიკაში არაერთი საქმე დასრულებულა სწორედ ასეთი შედეგით.
წინასასამართლო სხდომა წარმოადგენს პროცესის ერთ-ერთ გადამწყვეტ სტადიას. ამ ეტაპზე Lekishvili & Patieshvili-ს ადვოკატებს აქვთ შესაძლებლობა:
თუ საქმე წინასასამართლო ეტაპზე არ შეწყდა, პროცესი გადადის არსებითი განხილვის სტადიაში. ეს არის ეტაპი, სადაც ჩვენი ადვოკატები უშუალოდ მოსამართლის წინაშე ახდენენ დაცვის სტრატეგიის რეალიზებას:
ჩვენთვის ბრალდებული პირველ რიგში ადამიანია. ჩვენი როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივი წარმომადგენლობით. ჩვენ ვუზრუნველყოფთ:
ადვოკატის დროული ჩართვა უზრუნველყოფს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს კანონის სრული დაცვით და თავიდან იქნას აცილებული ისეთი პროცესუალური შეცდომები, რომლებიც მომავალში უარყოფითად აისახება საქმის შედეგზე.
დიახ, ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების კვალიფიციური სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია ქმედების გადაკვალიფიცირება უფრო მსუბუქი მუხლით, რაც სასჯელის შემცირებას გულისხმობს.
არსებითი განხილვისას ადვოკატი აქტიურად უპირისპირდება ბრალდებას. იგი ახდენს მტკიცებულებების გამოკვლევას, ატარებს ჯვარედინ დაკითხვებს და წარადგენს დასკვნით არგუმენტაციას საბოლოო გამამართლებელი ან შემამსუბუქებელი განაჩენის მისაღებად.
ადვოკატს აქვს ბრალდებულის მონახულების შეუზღუდავი უფლება. შეხვედრების დროს ჩვენ ვიღებთ და გადავცემთ ინფორმაციას პატიმრობაში მყოფი პირის მდგომარეობის შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახისთვის.
თუ სასამართლო დააკმაყოფილებს ადვოკატის შუამდგომლობას, ბრალდების მხარე ვეღარ გამოიყენებს კონკრეტულ მტკიცებულებას ბრალდებულის წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევაში, არც ამ მტკიცებულებაზე დაფუძნებული სხვა მონაცემები შეიძლება გახდეს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი.
ლეკიშვილი & პატიეშვილი - სისხლის სამართლის ადვოკატები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ყველა კატეგორიის დანაშაულზე ახორციელებენ ბრალდებულის უფლებების დაცვას. ჩვენ საქართველოს რეგიონში, თბილისში, ბათუმში, რუსთავში, თელავში თუ სხვა ქალაქებში გამორჩეულად დიდი გამოცდილება გვაქვს - ბრალდებულის უფლებების დაცვის კუთხით.
სისხლის სამართლის საქმეებში დრო გადამწყვეტია. Lekishvili & Patieshvili უზრუნველყოფს 24/7 რეჟიმში იურიდიულ დახმარებას, რათა საჭიროების შემთხვევაში კლიენტს ჰქონდეს შესაძლებლობა დაუყოვნებლივ მიიღოს პროფესიული სამართლებრივი მხარდაჭერა.
გაცნობებთ, რომ გადაუდებელი შემთხვევის არსებობა, არ არსებობის საკითხს წყვეტს ადვოკატი. თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი ბრალდებულად არის ცნობილი ან დაკავებულია, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით. ადრეული ეტაპიდან ჩართვა არის წარმატებული დაცვის საფუძველი.