საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
google 5.0
star icon star icon star icon star icon star icon
თუ დააკავეს
tel icon + 995 598 89 99 94
mail icon info@criminallaw.ge

მოწმის უფლებების დაცვა - საქართველოში | ლეკიშვილი & პატიეშვილი

მოწმის უფლებების დაცვა

მოწმის უფლებების დაცვა - საქართველოში | ლეკიშვილი & პატიეშვილი

ნებისმიერი ადამიანისათვის საგამოძიებო ორგანოსთან ურთიერთობა ყოველთვის მაღალი რისკის შემცველია. იურიდიული კომპანია „ლეკიშვილი & პატიეშვილი" გთავაზობთ მოწმის წარმომადგენლობას, რაც გაძლევთ საშუალებას მიიღოთ კონსულტაცია რეალურ დროში.

ჩვენი ადვოკატები იმწუთიერად აღმოგიჩენენ სამართლებრივ მხარდაჭერას: ისინი აკონტროლებენ გამომძიებლისა თუ პროკურორის მიერ დასმული შეკითხვების შინაარსს, აღკვეთენ შესაძლო ფსიქოლოგიურ წნეხს და, ამასთანავე, შედგენილი ოქმის შინაარსს თქვენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან ადარებენ.

ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ისეთი ჩანაწერის „გაპარვის" რისკი, რომელმაც შესაძლოა თქვენი სტატუსის დამძიმება — მოწმიდან ბრალდებულად გახდომა გამოიწვიოს. ჩვენი ადვოკატები გაწვდიან დეტალურ ინფორმაციას დოკუმენტზე ხელმოწერით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით. ჩვენთან კონსულტაციით გაიგებთ, რომელი დოკუმენტის ხელმოწერაა უსაფრთხო და რომელი — არა.


ხშირად დასმული კითხვები მოწმის უფლებების დაცვის შესახებ (FAQ)

ვინ შეიძლება გახდეს მოწმე სისხლის სამართლის საქმეში ქართული კანონმდებლობის მიხედვით?

ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს მოწმე – იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა რომელიმე დანაშაულის შემსწრე, მონაწილე ან/და თუნდაც თავისდაუნებურად ფლობს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ვინ შეიძლება დაიბაროს საგამოძიებო ორგანოში გამომძიებელმა მოწმედ გამოკითხვის მიზნით?

ის ვინც სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს ან/და გამომძიებელის ვარაუდით შესაძლებელია ფლობდეს რაიმე სახის ინფორმაციას, გამომძიებლის მიერ შესაძლოა დაბარებულ იქნენ პოლიციაში ან სხვა ორგანოში გამოკითხვასა თუ სხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მოწმის მიერ გამოკითხვისას მიცემულ ჩვენებას?

მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საგამოძიებო ორგანომ შესაძლოა მიიღოს თქვენი ან/და საქმეში არსებული სხვა პირების დაკავების, ბრალდებულად ცნობის, გამართლების ან/და სხვა სახის გადაწყვეტილება. გამოკითხვის დროს თქვენს მიერ დაფიქსირებული ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც შესაძლოა უდანაშაულო პირი მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ან, პირიქით, დამნაშავე დარჩეს დაუსჯელი.

თუ გამომძიებელმა თავდაპირველად მოწმედ გამოგკითხათ შესაძლებელია თუ არა რომ თქვენ მომავალში გახდეთ ბრალდებული?

დიახ, სავსებით შესაძლებელია, რომ საქმეში მოწმე ბრალდებული გახდეს, ზოგადად გამოსაკითხი პირი მოწმის სტატუსით იკითხება, ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი თუ თავდაპირველად მოწმის სახით გამოგკითხავენ, თქვენს მიერ გამომძიებლისათვის მიწოდებულმა ინფორმაციამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს გამოძიების მიმართულებაზე, კერძოდ თქვენი ჩვენების შინაარსზე არსებითად არის დამოკიდებული თქვენი ან/და სხვა პირების მომავალი, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე მისვლამდე კონსულტაცია გაიაროთ ჩვენი კომპანიის სისხლის სამართლის ადვოკატთან.

რატომ უნდა ისარგებლოს მოწმემ ლეკიშვილი & პატიეშვილი - სისხლის სამართლის ადვოკატების მომსახურებით?
  • გამოკითხვის/დაკითხვის მიმდინარეობისას მოწმეს შეუძლია ისარგებლოს ადვოკატთან კონსულტაციის უფლებით: სურვილის შემთხვევაში, კითხვაზე პასუხის გაცემამდე, მოწმეს შეუძლია ადვოკატთან გაიაროს კონსულტაცია, რა დროსაც მოწმეს ექმნება შესაძლებლობა მიიღოს მისი პასუხის კანონთან შესაბამისობის ან/და არასასურველი რისკების შესახებ ინფორმაცია.
  • ვაკონტროლებთ დასმული შეკითხვების შინაარს და მიზანს: ლეკიშვილი & პატიეშვილის - სისხლის სამართლის ადვოკატები მუდმივად აკონტროლებენ გამომძიებლის მიერ დასმული კითხვების შინაარსს და ვსაზღვრავთ თუ რა მიზნით დაისვა ესა თუ ის შეკითხვა. ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ ნებისმიერ მცდელობაზე, რომელიც მიზნად ისახავს მოწმის შეცდომაში შეყვანას ან მიკერძოებული პასუხის მიღებას, რაც შემდგომში შეიძლება არასწორად იქნეს ინტერპრეტირებული.
  • ვახდენთ სამართლებრივი შედეგების პროგნოზირებას: ჩვენი ადვოკატი, შესაძლებლობის ფარგლებში, მოწმეს განუმარტავს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებას და ეხმარება მას გააზრებული პოზიციის დაფიქსირებაში.
  • მოწმეს ვეხმარებით ფსიქოლოგიური სიმშვიდის მოპოვებაში: ჩვენი ადვოკატის მონაწილეობით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებაში მოწმე თავს უსაფრთხოდ გრძნობს, ნაკლები სტრესისა და დაძაბულობის გარეშე ახერხებს კითხვებზე პასუხის გაცემას.
  • მოწმეს აქვს საკუთარი ინტერესების რეალური დაცვის შესაძლებლობა: ჩვენი ადვოკატის მთავარი პრიორიტეტია, რომ მოწმის ჩვენება არ გახდეს უსამართლო ბრალდების საფუძველი, ამიტომ ჩვენ ვიცავთ მას პროცესის ყველა ეტაპზე და შესაძლებლობის ფარგლებში ვამცირებთ არასასურველ რისკებს.
რატომ არ არის რეკომენდირებული მოწმისათვის გამოკითხვასა ან/და დაკითხვაზე მონაწილეობა ადვოკატის უშუალო მონაწილეობისა და დასწრების გარეშე?

მოწმეს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება სისხლის სამართლის პროცესში, მისი ჩვენება წარმოადგენს ბრალდების მხარის მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოწმეს გვერდით ჰყავდეს გამოცდილი ადვოკატი; ზოგ შემთხვევაში ჩართულობამ შეიძლება შეცვალოს საქმის დინამიკა და გამოიწვიოს გამოძიების შეწყვეტაც კი.

შესაძლებელია თუ არა მოწმემ „ლეკიშვილი & პატიეშვილის" ადვოკატების მომსახურებით ისარგებლოს თბილისსა და სხვა რეგიონებში?

დიახ. „ლეკიშვილი & პატიეშვილის" გუნდი გთავაზობთ მოწმის ადვოკატის კვალიფიციურ მომსახურებას თბილისში, ასევე ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას ეფექტურად დავიცვათ ინტერესები როგორც თბილისში, ისე ნებისმიერ რეგიონში.



⚠️ მნიშვნელოვანი გაფრთხილება

იმ შემთხვევაში თუკი გამომძიებელი/პროკურორი დაგიბარებთ საგამოძიებო ორგანოში მოწმედ გამოკითხვის ან/და დაკითხვის მიზნით, აუცილებელია, მისვლამდე გაიაროთ კონსულტაცია ჩვენს ადვოკატთან. ვინაიდან ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, სრულყოფილი სამართლებრივი კონსულტაციის მიღების მიზნით გთხოვთ, რომ დაგვიკავშირდეთ - დარწმუნებულნი ვართ, რომ კიდევ ბევრი შეკითხვა გაქვთ.

მოწმის უფლებების დაცვა დაზარალებულის უფლებების დაცვა ბრალდებულის უფლებების დაცვა დაცვის სტრატეგიის შემუშავება ალტერნატიული გამოძიების ჩატარება დაცვა საგამოძიებო მოქმედებების დროს დაკითხვისთვის მომზადება ადვოკატი, როგორც დეტექტივ-გამომძიებელი მომსახურება საექსტრადიციო საკითხევთან დაკავშირებით ახლად გამოვლენილი გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება საპროცესო შეთანხმება სასჯელისგან გათავისუფლება და შემსუბუქება დაკავება სასჯელისგან გათავისუფლება მტკიცებულებების მოპოვება/წარდგენა ხანდაზმულობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა შეწყალება და ამნისტია წინასასამართლო სხდომა ნასამართლობის მოხსნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი

არჩევა