საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
google 5.0
star icon star icon star icon star icon star icon
თუ დააკავეს
tel icon + 995 598 89 99 94
mail icon info@criminallaw.ge

ადვოკატი, როგორც დეტექტივ გამომძიებელი | ლეკიშვილი & პატიეშვილი

ადვოკატი, როგორც დეტექტივ-გამომძიებელი | საქართველო

ადვოკატი, როგორც დეტექტივ-გამომძიებელი | ლეკიშვილი & პატიეშვილი

სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი ატარებს გამოძიებას, რომლის მიზანი ინფორმაციის და მტკიცებულებების მოპოვებაა, მათი კანონის ფარგლებში გამოყენების მიზნით - სამართლებრივ პროცედურებში, თუ მოლაპარაკებების წარმოებისას. ჩვენი მიზანია - კლიენტმა მიიღოს რეალური და ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება დავის ფარგლებში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.


ხშირად დასმული კითხვები ადვოკატ-გამომძიებლის სერვისის შესახებ

რას გულისხმობს სერვისი — „ადვოკატი, როგორც დეტექტივ-გამომძიებელი"?

კერძო დეტექტივის სერვისის ფარგლებში - გამოძიების სერვისი წარმოადგენს საქმიანობას, რომლის დროსაც ადვოკატი სწავლობს ფაქტობრივ გარემოებებს, აგროვებს ინფორმაციას და აანალიზებს მტკიცებულებებს კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით.

აღნიშნული სერვისი მოიცავს:

  • ფაქტობრივი გარემოებების დეტალურ შესწავლას
  • ინფორმაციის მოძიებას საჯარო წყაროებიდან
  • მტკიცებულებების იურიდიულ ანალიზს
  • მოვლენების ქრონოლოგიის დადგენას
  • სამართლებრივი რისკების შეფასებას

ამ პროცესის მიზანია ფაქტობრივი სურათის სრულყოფილად დადგენა, რათა კლიენტმა შეძლოს სწორი სამართლებრივი ან სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება.

რა უპირატესობა აქვს ლეკიშვილი & პატიეშვილი - სისხლის სამართლის ადვოკატის მეშვეობით კერძო დეტექტივის სერვისით სარგებლობას და გამოძიების ჩატარებას?

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მკაცრად არეგულირებს ინფორმაციის მოპოვების წესებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საქმიანობა განხორციელდეს ადვოკატის მონაწილეობით, რაც უზრუნველყოფს პროცესის კანონიერებას.

კერძო დეტექტივის სერვისით სარგებლობა რა საშუალებებს მოგცემთ?

  • სრულ და ობიექტურ სურათს – მიიღებთ ფაქტობრივად დადასტურებულ ინფორმაციას, კონკრეტულ საკითხზე კანონიერად შეგროვებული მასალების საფუძველზე.
  • სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას – ჩვენი დასკვნები დაგეხმარებათ, რათა სწორად და გააზრებულად იმოქმედოთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ.
  • სამართლებრივად დასაშვები მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას – ყველა დოკუმენტი და მონაცემი შეგროვდება ისე, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება სასამართლოში ან/და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას (მათ შორის მოლაპარაკებისას).
  • კანონის დაცვით მოქმედების შესაძლებლობას – არ არსებობს ადმინისტრაციული ან/და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის რაიმე რისკი თქვენს ქმედებებში.
არსებობს თუ არა საქართველოში კერძო დეტექტივის პროფესია და არის თუ არა ის ლეგალური?

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ აღიარებს „კერძო დეტექტივის" პროფესიულ სტატუსს. მიუხედავად ამისა, ბოლო წლების განმავლობაში ცალკეული პირები მომხმარებლებს სთავაზობენ აღნიშნული ტიპის მომსახურებას, რაც რიგ შემთხვევაში შესაძლოა დაკავშირებული იყოს კანონის დარღვევასთან და მსგავსი სერვისით სარგებლობის სურვილის მქონე მოქალაქის პირად პასუხისმგებლობასთან.

როდის შეიძლება დაგჭირდეთ მსგავსი სერვისი?

ადვოკატური გამოძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დამოუკიდებელი და ობიექტური შესწავლა. მსგავსი სერვისი საშუალებას გაძლევთ წინასწარ შეაფასოთ სამართლებრივი მდგომარეობა, თავიდან აიცილოთ შესაძლო რისკები და მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება.

Lekishvili & Patieshvili – სისხლის სამართლის ადვოკატების მიერ ჩატარებული გამოძიების სერვისით (ადვოკატი, როგორც დეტექტივ-გამომძიებელი) სარგებლობა შეიძლება საჭირო გახდეს, როდესაც აუცილებელია?
  • ფაქტობრივი გარემოებების დამოუკიდებელი გადამოწმება – როდესაც გსურთ გადაამოწმოთ ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ პირთან, მოვლენასთან ან საქმესთან და მიიღოთ რეალური სურათი არსებული ვითარების შესახებ.
  • სამართლებრივი დავის ან კონფლიქტის წინასწარი შეფასება – სანამ სასამართლოში ან საგამოძიებო ორგანოში მიმართავთ, მნიშვნელოვანია შეფასდეს არსებული ფაქტები, მტკიცებულებები და სამართლებრივი პერსპექტივა.
  • ბიზნესთან დაკავშირებული რისკების გამოვლენა – კომპანიებისთვის ხშირად მნიშვნელოვანია წინასწარ გამოავლინონ შესაძლო სამართლებრივი საფრთხეები თანამშრომლების, პარტნიორების ან სხვა პირების ქმედებებთან დაკავშირებით.
  • მტკიცებულებების მოძიება სამართლებრივი პროცესისთვის – გარკვეულ შემთხვევებში აუცილებელია ისეთი ინფორმაციის ან დოკუმენტების მოძიება, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასამართლოში ან სამართლებრივ დავაში.
  • შესაძლო დანაშაულის ნიშნების გამოვლენა – თუ არსებობს ეჭვი, რომ განხორციელდა უკანონო ქმედება, მნიშვნელოვანია ფაქტების წინასწარი შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების დაგეგმვა.
  • კომპანიის შიდა პროცესების გადამოწმება – როდესაც არსებობს ეჭვი თანამშრომლების, პარტნიორების ან სხვა პასუხისმგებელი პირების მიერ განხორციელებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით.
  • მოლაპარაკებებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება – ხშირად სწორად მოპოვებული და გაანალიზებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად აძლიერებს თქვენს პოზიციას მოლაპარაკებების პროცესში.
  • სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა – ინფორმაციის მოპოვება და გარემოებების შესწავლა ხდება სრულად კანონის ფარგლებში, რაც გამორიცხავს უკანონო მეთოდების გამოყენებას.


⚠️ მნიშვნელოვანი შეტყობინება

თუ გჭირდებათ ფაქტობრივი გარემოებების დამოუკიდებელი შესწავლა, ინფორმაციის კანონიერი მოძიება ან სამართლებრივი რისკების შეფასება, მიმართეთ ჩვენს გამოცდილ სისხლის სამართლის ადვოკატებს. ჩვენ ვახორციელებთ გამოძიებას სრულად კანონის ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს თქვენი ინტერესების ეფექტურ დაცვას. დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის.

მოწმის უფლებების დაცვა დაზარალებულის უფლებების დაცვა ბრალდებულის უფლებების დაცვა დაცვის სტრატეგიის შემუშავება ალტერნატიული გამოძიების ჩატარება დაცვა საგამოძიებო მოქმედებების დროს დაკითხვისთვის მომზადება ადვოკატი, როგორც დეტექტივ-გამომძიებელი მომსახურება საექსტრადიციო საკითხევთან დაკავშირებით ახლად გამოვლენილი გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება საპროცესო შეთანხმება სასჯელისგან გათავისუფლება და შემსუბუქება დაკავება სასჯელისგან გათავისუფლება მტკიცებულებების მოპოვება/წარდგენა ხანდაზმულობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა შეწყალება და ამნისტია წინასასამართლო სხდომა ნასამართლობის მოხსნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი

არჩევა