დაზარალებულის უფლებების დაცვა საქართველოში | ლეკიშვილი & პატიეშვილი
ჩვენი მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონსა და ქალაქში — თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში.
აღსანიშნავია, რომ გამოძიება ზოგად ჩარჩოს მიყვება, ხოლო თქვენი პირადი ინტერესის დაცვა — ზარალის სრული ანაზღაურება და დამნაშავე პირის დასჯა — უფრო ეფექტურად ხორციელდება მაშინ, როდესაც თქვენს მხარეს დგას გამოცდილი ადვოკატი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა დაზარალებულსაც აძლევს უფლებას, რომ ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.
აღსანიშნავია, რომ გამოძიება ზოგად ჩარჩოს მიყვება, ხოლო თქვენი პირადი ინტერესის დაცვა — ზარალის სრული ანაზღაურება და დამნაშავე პირის დასჯა — უფრო ეფექტურად ხორციელდება მაშინ, როდესაც თქვენს მხარეს დგას გამოცდილი ადვოკატი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა დაზარალებულსაც აძლევს უფლებას, რომ ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.
თუ დანაშაულის შედეგად თქვენ, თქვენს ოჯახის წევრს ან/და მეგობარს/ნაცნობს მიადგათ ფიზიკური, მორალური ან/და ქონებრივი ზიანი, ჩვენ არა მხოლოდ სამართლებრივ ნაწილში დაგეხმარებით, არამედ ადამიანურ მხარდაჭერასაც აღმოგიჩენთ. ჩვენი მთავარი მიზანია - არ დაიკარგოს თქვენი სიმართლე და მომხდარი დეტალურად აისახოს სისხლის სამართლის საქმის მასალებში.
დაზარალებულის ინტერესების ეფექტურად დაცვის მიზნით მნიშვნელოვანია:
დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზიანის ანაზღაურება, არამედ იმ მძიმე ფსიქოლოგიური და სოციალური შედეგების დაძლევაც, რასაც დანაშალი ტოვებს. სწორედ ამიტომ ვზრუნავთ თქვენი ინტერესების სრულ დაცვაზე, არა მხოლოდ იურიდიული, არამედ ადამიანური თვალსაზრისითაც.
დანაშაულის შედეგად კომპანიას შეიძლება მიადგეს, როგორც რეპუტაციული, ისე ფინანსური ზიანი — თანამშრომლის/პარტნიორის უკანონო ქმედება, გარეშე პირის თავდასხმა, დოკუმენტების სიყალბე და სხვა. ამ შემთხვევებში საჭიროა მიზანმიმართული, სწრაფი რეაგირება.
კომპანიები ცდილობენ, რომ დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საგამოძიებო ორგანოებთან, ამავე კომპანიაში მუდმივად დასაქმებული იურისტის მეშვეობით იქონიონ კომუნიკაცია საგამოძიებო ორგანოებთან, წარადგინონ განცხადებები, მოიპოვონ მტკიცებულებები და ა.შ.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ხშირად წარუმატებლად სრულდება, რადგან კორპორატიული იურიდიული საქმიანობა მნიშვნელოვანად განსხვავდება საადვოკატო საქმიანობისაგან/პრაქტიკისგან. ჩვენი გუნდი სწორედ იმ გამოცდილებას ფლობს, რომელიც საჭიროა რთულ სისხლის სამართლის საქმეებში ეფექტური წარმომადგენლობისთვის.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ — დაზარალებულმა — დამოუკიდებლად, ან კომპანიაში დასაქმებული იურისტის მეშვეობით უკვე მიმართეთ პოლიციას და ფიქრობთ, რომ სისხლის სამართლის ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა ზედმეტი ხარჯია, აუცილებელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენი კომპანიის - Lekishvili & Patieshvili - სისხლის სამართლის ადვოკატებთან გაივლით სამართლებრივ კონსულტაციას.
ლეკიშვილი & პატიეშვილის სისხლის სამართლის ადვოკატებს აქვთ მრავალწლიანი პრაქტიკა სხვადასხვა კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე. ჩვენი გუნდი 10 წელზე მეტია სპეციალიზირდება სისხლის სამართალში, რა დროსაც 100-ობით დაზარალებულთან გვქონია კომუნიკაცია, წარგვიმართავს მოლაპარაკების პროცესი და თითქმის ყველა წარმატებით დაგვისრულებია.
ჩვენი საადვოკატო/საპროკურორო გამოცდილება, ასევე საპროცესო/საგამოძიებო უნარჩვევები (გამოძიებულია 100-ობით საქმე) კეთილსინდისიერი დაზარალებულის ინტერესების დაცვას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს ენობრივი ბარიერი, ხოლო კლიენტებს ვთავაზობთ მრავალენოვან მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში ვმუშაობთ საერთაშორისო მასშტაბითაც, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი ინტერესების დაცვის მიზნით.
აუცილებელია, რომ დაზარალებული სარგებლობდეს ძლიერი იურიდიული წარმომადგენლობით — ეს არის გარანტია, რომ თქვენ მარტივად, სწრაფად და ეფექტურად გაუმკლავდებით როგორც მიმდინარე, ასევე პოტენციურ სამართლებრივ სირთულეებს.
Lekishvili & Patieshvili-ში დაზარალებულის ინტერესებს ვიცავთ ყველა კატეგორიის დანაშაულთან დაკავშირებით (რომელთა ამომწურავი ჩამონათვლის გაკეთება შეუძლებელია), მათ შორის:
თუ თქვენ ხართ დანაშაულის მსხვერპლი ან თქვენი კომპანია განიცდის სისხლისსამართლებრივი ქმედების შედეგებს, გირჩევთ საკონსულტაციოდ მიმართოთ ჩვენს სისხლის სამართლის ადვოკატებს. ჩვენ ვიცავთ თქვენს უფლებებს ყველა ეტაპზე - დაზარალებულად ცნობიდან დაწყებული სრული კომპენსაციის მიღებამდე. დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის.