ადვოკატი, როგორც დეტექტივ გამომძიებელი - ლეკიშვილი & პატიეშვილი
"Lekishvili & Patieshvili – სისხლის სამართლის ადვოკატები" გთავაზობთ სერვისს, რომელიც დაფუძნებულია „კერძო დეტექტივის" იდეის, ფუნქციის და საქმიანობის ირგვლივ, და წარმოადგენს მის კანონიერ ალტერნატივას.
ეს სერვისი არის ერთგვარი „ადვოკატური გამოძიება", რომელიც ემსახურება მოქალაქეების და იურიდიული პირების კანონიერ ინტერესებს. აღნიშნული სერვისით სარგებლობა კი თქვენ მოგცემთ:
მიიღებთ ფაქტობრივად დადასტურებულ ინფორმაციას, კონკრეტულ საკითხზე კანონიერად შეგროვებული მასალების საფუძველზე.
ჩვენი დასკვნები დაგეხმარებათ, რათა სწორად და გააზრებულად იმოქმედოთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ.
ყველა დოკუმენტი და მონაცემი შეგროვდება ისე, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება სასამართლოში ან/და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას (მათ შორის მოლაპარაკებისას).
არ არსებობს ადმინისტრაციული ან/და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის რაიმე რისკი თქვენს ქმედებებში.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ აღიარებს "კერძო დეტექტივის" პროფესიას და არ განსაზღვრავს მის უფლებამოსილებას. მიუხედავად ამისა, ცალკეული პირები მომხმარებლებს სთავაზობენ აღნიშნული ტიპის მომსახურებას – რაც რიგ შემთხვევაში შესაძლოა დაკავშირებული იყოს კანონის დარღვევასთან, ამასთან მსგავსი სერვისით სარგებლობის სურვილის მქონე მოქალაქის პირად სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან.