დაცვის სტრატეგიისა და საგამოძიებო მასალების ანალიზი
ტრენერი: გიორგი ლეკიშვილი
სისხლის სამართლის საქმის წარმატებული შედეგი არასდროს არის შემთხვევითი – ის არის მტკიცებულებათა დეტალური ანალიზისა და სწორად დაგეგმილი დაცვის სტრატეგიის შედეგი. ამ ტრენინგის მიზანია, ადვოკატებსა და იურისტებს მივაწოდოთ ის პრაქტიკული მეთოდოლოგია, რომელსაც „ლეკიშვილი & პატიეშვილი“ ყოველდღიურ საქმიანობაში ვიყენებთ გამოძიების ეტაპიდან სასამართლო განხილვამდე.