ეკონომიკური და სამეწარმეო დანაშაულების დაცვის ტაქტიკა
ეს ტრენინგი ორიენტირებულია ბიზნეს სექტორისთვის აქტუალურ საკითხებზე. კურსის ფარგლებში განვიხილავთ ეკონომიკური და კორუფციული დანაშაულების საქმეებზე დაცვის სპეციფიკას, ფინანსური დოკუმენტაციისა და ექსპერტიზების ანალიზს. მონაწილეები შეისწავლიან, თუ როგორ დაიცვან ბიზნესის ინტერესები გამოძიების ეტაპზე და როგორ მოახდინონ პრევენცია სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ სისხლისსამართლებრივ რისკებზე.
ეკონომიკური და სამეწარმეო დანაშაულების დაცვის ტაქტიკა
დაცვის სტრატეგიისა და საგამოძიებო მასალების ანალიზი
ტრენინგი ეხევა სისხლის სამართლის საქმის მასალების, მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების სიღრმისეულ ანალიზს. მონაწილეები შეისწავლიან, თუ როგორ გამოავლინონ გამოძიების ეტაპზე დაშვებული პროცესუალური დარღვევები, გააანალიზონ ექსპერტიზის დასკვნები და დაგეგმონ დაცვის ეფექტური სტრატეგია, რომელიც მორგებულია საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს.