სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბრალდებულის უფლებების დაცვა საქართველოში | ლეკიშვილი & პატიეშვილი
სისხლის სამართლის დაცვა | ლეკიშვილი & პატიეშვილი
სისხლის სამართლის საქმეში დროულ პროცესუალურ მოქმედებებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ადვოკატის ადრეულ ეტაპზე ჩართვამ შესაძლოა არსებითად შეცვალოს მოვლენათა განვითარების ჯაჭვი და ბრალდებულს თავდაცვის მაქსიმალურ შესაძლებლობა მისცეს.
ადვოკატის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები
ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედებაში ადვოკატის მონაწილეობა ფაქტობრივად იცავს ბრალდებულს შეცდომებისგან. სერვისის გამართულობისთვის, ჩვენი ბიურო პრიორიტეტს ანიჭებს სწრაფ და ეფექტურ საგამოძიებო მოქმედებებს.
კონსულტაცია, როგორც დაცვის საფუძველი
ჩვენი ადვოკატები მუშაობას იწყებენ კონსულტაციით, რა დროსაც ადვოკატების მთავარი ვალდებულებაა დიდი გულისყურით მოუსმინონ კლიენტის მიერ მოთხრობილ თითოეულ სიტყვას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სწორი სტრატეგიის შესამუშავებლად.
მტკიცებულებების დროული მოპოვება
მტკიცებულებების (მ.გ. ვიდეოჩანაწერების, ზოგიერთი მოწმის ჩვენების, ბიოლოგიური კვლების და ა.შ) მოპოვება მკაცრად განსაზღვრულ ვადებზეა დამოკიდებული, მსგავსი მტკიცებულებების დროული მოპოვება ბრალდებულის უფლებების დაცვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
სტრატეგია და მტკიცებულებითი სტანდარტი
ჩვენი მთავარი ამოცანაა შეიქმნას მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ უარყოფს ბრალდებას ან/და შეამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
კვალიფიკაციის შეცვლა
ქმედების სამართლებრივი შეფასების შეცვლა (ბრალად წარდგენილი მუხლის შემსუბუქება) ჩვენი გუნდისთვის წარმატებით დასრულებული საქმეა.
წინასასამართლო სხდომა - მნიშვნელოვანი პროცესუალური ეტაპი
წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ან/და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა.
ჩვენ ვიცავთ ადამიანებს
ჩვენთვის ბრალდებული პირველ რიგში ადამიანია
ბრალდებულის კავშირი ოჯახის წევრებთან და გარესამყაროსთან
თუ ბრალდებული საპატიმროშია, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ბრალდებულსა და მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს შორის კავშირის უწყვეტობას, პატიმრის ჯანმრთელობის კონტროლს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მომსახურების გაწევას, რაც ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების სიმშვიდის გარანტიაა.
ინდივიდუალური მიდგომა
ყოველ ახალ საქმეს სჭირდება განსხვავებული სტრატეგიის შემუშავება და მოულოდნელ სიტუაციებში სწორი სამართლებრივი რეაგირების მოხდენა.
ხშირად დასმული კითხვები
რატომ არის აუცილებელი ადვოკატის ჩართვა გამოძიების დაწყების/ბრალდებულად ცნობის ან/და დაკავებისთანავე?
ადვოკატის დროული ჩართვა უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდეს კანონის სრული დაცვით და თავიდან იქნას აცილებული საბედისწერო პროცესუალური შეცდომები.
შესაძლებელია თუ არა ბრალდების მუხლის შემსუბუქება (კვალიფიკაციის შეცვლა)?
ცალკეულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზით, შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის ქმედებისათვის მინიჭებული კვალიფიკაცია შეიცვალოს უფრო მსუბუქი მუხლით, რაც სასჯელის შემცირებას გულისხმობს.
როგორ ხდება კომუნიკაცია პატიმართან და მის ოჯახთან?
ადვოკატს და მისი ოჯახის წევრებს აქვთ ბრალდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონახულების შესაძლებლობა, რა დროსაც შესაძლებელია ოჯახს მიეწოდოს პატიმრობაში მყოფი პირის ფსიქოლოგიურ/ფსიქიკურ/ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
რას ნიშნავს მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა?
თუ სასამართლო დააკმაყოფილებს ადვოკატის მოთხოვნას და ბრალდებულის საწინააღმდეგო მტკიცებულებას დაუშვებლად ცნობს, მაშინ ბრალდების მხარე ვეღარ შეძლებს ამ მტკიცებულების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენებას, ამასთან ასეთ მტკიცებულებას ან/და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებს ვერ იქნება გამოყენებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას.