დაზარალებულის უფლებების დაცვა - საქართველოში
ზიანის ანაზღაურება და მოლაპარაკებების წარმოება – ჩვენი ადვოკატები, არა მხოლოდ სისხლისსამართლებრივ პროცესში, არამედ ზიანის ანაზღაურების საკითხშიც გეხმარებიან. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ბრალდებულთან ან/და მის წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამ პროცესს სჭირდება განსაკუთრებული უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რადგან მოლაპარაკებების წარმოება მოითხოვს სპეციალურ მიდგომას. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები გათავისუფლდებით ამ არასასიამოვნო პროცესში უშუალო მონაწილეობისგან, რაც შედარებით მშვიდად და დაცულად გაგრძნობინებთ თავს.
განცხადების სწორი ფორმულირება – ჩვენ ვუზრუნველყოფთ სამართლებრივი დოკუმენტების ტექსტების სწორ შედგენას/ფორმულირებას, რა დროსაც მხედველობიდან არ ვუშვებთ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნია თქვენს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციისათვის ან/და თქვენთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის. მსგავსი მოქმედება თქვენ, დაზარალებულს გიმყარებთ სამართლებრივ პოზიციებს.
მტკიცებულებების შეგროვება – ექსპერტიზის დასკვნების მოპოვებით, ფოტო/ვიდეო მასალების, მოწმეთა გასაუბრების ოქმების, სატელეფონო მიმოწერების ან/და სხვა სახის მტკიცებულებების შეგროვებით/ანალიზით და საგამოძიებო ორგანოსთვის წაგდენით, ვზრდით თქვენი საქმის წარმატებით დასრულების სამართლებრივ შესაძლებლობას, ვინაიდან ამ დროს ვსაზღვრავთ, თუ რომელი მტკიცებულების გამოყენება იქნება ეფექტური და რომლის არა.
დაზარალებულად ცნობა და გასაჩივრება – დაზარალებულად ცნობის თაობაზე უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ ზემდგომ პროკურორთან, ხოლო შემდგომ სასამართლოში. აღნიშნული მოქმედებით მოქალაქეებს პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი კონტროლის შესაძლებლობა ეძლევათ.
საქმის მასალების შესწავლა და პროცესის მონიტორინგი – იმ შემთხვევაში თუკი თქვენ უკვე ცნობილი ხართ დაზარალებულად, ჩვენი მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დეტალურად შეისწავლოთ საქმის მასალები და მიიღოთ ობიექტური ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული მოქმედებების სისწორის შესახებ, რა დროსაც ვამოწმებთ, ხომ არ არის გამორჩენილი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც კრიტიკულად საჭიროა თქვენი სამართლებრივი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. პრაქტიკამ ცხადყო, რომ რიგ შემთხვევაში დაზარალებულს აქვს მტკიცებულებები, რაც დამნაშავის ბრალებულობას ამტკიცებს, თუმცა გაურკვეველი მიზეზით ისინი საქმეს არ ერთვის. სამწუხაროდ, მსგავსმა შემთხვევამ დამნაშავეს შეიძლება დაუმსახურებელი უპირატესობა მიანიჭოს — მაგალითად, პატიმრობის ნაცვლად სასამართლომ გირაოს თანხის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლოს, რის შედეგადაც ბრალდებული დაკავებიდან რამდენიმე საათში ტოვებს საპატიმრო დაწესებულებას და კვლავ თავისუფალი ხდება. საბოლოო ჯამში კი შესაძლოა იგი უდანაშაულოდაც კი იქნეს ცნობილი.
ბრალის დამძიმების საფუძვლების მოთხოვნა – იმ შემთხვევაში თუკი თქვენთვის მოყენებული ზიანი უფრო მეტია, ვიდრე ეს საქმის მასალებით დგინდება, ჩვენ ვზრუნავთ, რომ თქვენთვის მოყენებული ზიანი რეალურად წარმოჩინდეს სისხლის სამართლის საქმეში.
არასრულწლოვანი დაზარალებულის დაცვა – განსაკუთრებული სიფრთხილით ვმუშაობთ არასრულწლოვან დაზარალებულებთან, ვაკონტროლებთ დაკითხვის პროცესის კანონიერებას და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას, ვახდენთ ადვოკატის თანდასწრებით მათ ინტერესების დაცვას, რათა თავიდან ავიცილოთ მეორეული ვიქტიმიზაცია (ტრამვა) და დავიცვათ ბავშვის საუკეთესო ინტერესები.
დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზიანის ანაზღაურება, არამედ იმ მძიმე ფსიქოლოგიური და სოციალური შედეგების დაძლევაც, რასაც დანაშალი ტოვებს. სწორედ ამიტომ ვზრუნავთ თქვენი ინტერესების სრულ დაცვაზე, არა მხოლოდ იურიდიული, არამედ ადამიანური თვალსაზრისითაც.
შიდა გამოძიების სტრატეგია – ჩვენი გამომძიებელი ადვოკატები ამუშავებენ თანამშრომელთა ქცევას, კომპანიის ფინანსურ ნაკადებს, საგადასახადო/საანგარიშსწორებო დოკუმენტებს (სიყალბისა და სხვა გარემობების გამოვლენის მიზნი), რათა დადგინდეს ზუსტად რომელი ქმედება გახდა დანაშაულის საფუძველი.
რეპუტაციისა და რისკების მართვა – ჩვენი გუნდი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კომპანიის სახელი არ დაზიანდეს და გამოძიების პროცესში არ გაჩნდეს დამატებითი საფრთხეები. ვმუშაობთ როგორც საგამოძიებო, ისე საინფორმაციო ხაზზეც, რათა თავიდან ავიცილოთ რეპუტაციული ზიანი.
თანამშრომლებისთვის სასწავლო პროგრამები – პრაქტიკამ ცხადყო, რომ თანამშრომლების დაუდევრობა ხშირად იწვევს სამართლებრივ პრობლემებს. ჩვენი ადვოკატები ქმნიან სპეციალურ სასწავლო მოდულებს, სადაც განიმარტება პასუხისმგებლობა, ვალდებულებები და ის შედეგები, რომლებიც შესაძლოა გამოწვეულ იყოს, კომპანიაში არსებული ცალკეული წესებისა და კანონის დარღვევით. ეს იცავს კომპანიას განმეორებითი ან/და სამომავლო რისკებისგან.
კომპანიები ცდილობენ, რომ დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საგამოძიებო ორგანოებთან, ამავე კომპანიაში მუდმივად დასაქმებული იურისტის მეშვეობით იქონიონ კომუნიკაცია საგამოძიებო ორგანოებთან, წარადგინონ განცხადებები, მოიპოვონ მტკიცებულებები და ა.შ. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ხშირად წარუმატებლად სრულდება, რადგან კორპორატიული იურიდიული საქმიანობა მნიშვნელოვანად განსხვავდება საადვოკატო საქმიანობისაგან/პრაქტიკისგან. ჩვენი გუნდი სწორედ იმ გამოცდილებას ფლობს, რომელიც საჭიროა რთულ სისხლის სამართლის საქმეებში ეფექტური წარმომადგენლობისთვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ — დაზარალებულმა — დამოუკიდებლად, ან კომპანიაში დასაქმებული იურისტის მეშვეობით უკვე მიმართეთ პოლიციას და ფიქრობთ, რომ სისხლის სამართლის ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა ზედმეტი ხარჯია, აუცილებელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენი კომპანიის - Lekishvili & Patieshvili - სისხლის სამართლის ადვოკატებთან გაივლით სამართლებრივ კონსულტაციას.
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები:
მკვლელობა (მათ შორის: განზრახი და გაუფრთხილებელი ქმედებები, ასევე აუცილებელი მოგერიება და მისი ფარგლების გადაცილება)
მკვლელობის მცდელობა
თვითმკვლელობამდე მიყვანა
ძალადობა
ოჯახში ძალადობა
ჯანმრთელობის განზრახ და გაუფრთხილებლობით დაზიანება (მსუბუქი, ნაკლებად მძიმე, მძიმე)
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები:
გაუპატიურება
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება
სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება
სექსუალური ხასიათის ქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ
გარყვნილი ქმედება
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები:
თავისუფლების უკანონო აღკვეთა
წამება
დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა
იძულება
მუქარა
ადევნება
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა
კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა
ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა
ქონებრივი და ეკონომიკური დანაშაულები:
ქურდობა
ძარცვა
ყაჩაღობა
თაღლითობა
გამოძალვა
მითვისება და გაფლანგვა
ქონებრივი დაზიანება მოტყუებით
ნივთის დაზიანება ან განადგურება