დაზარალებულის უფლებების დაცვა საქართველოში | ლეკიშვილი & პატიეშვილი
გამოძიება მიყვება საერთო ჩარჩოს, ხოლო თქვენი პირადი ინტერესების დაცვა — ზიანის სრული ანაზღაურება და დამნაშავის დასჯა — უფრო ეფექტურად ხორციელდება, როდესაც თქვენს მხარეს გამოცდილი ადვოკატია.
საქართველოს კანონმდებლობა დაზარალებულს ანიჭებს უფლებას, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით. ძლიერი სამართლებრივი წარმომადგენლობა არის გარანტია იმისა, რომ მიმდინარე და პოტენციურ იურიდიულ სირთულეებს გაუმკლავდებით მარტივად, სწრაფად და ეფექტურად.
თუ დანაშაულის შედეგად თქვენ, თქვენს ოჯახის წევრს ან ახლობელს მიადგა ფიზიკური, მორალური ან ქონებრივი ზიანი, ჩვენ დაგეხმარებით არა მხოლოდ სამართლებრივ ნაწილში, არამედ გაგიწევთ ადამიანურ მხარდაჭერასაც. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თქვენი სიმართლე არ დაიკარგოს და ფაქტი სრულად აისახოს სისხლის სამართლის საქმის მასალებში.
დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპენსაციის მიღება, არამედ იმ მძიმე ფსიქოლოგიური და სოციალური შედეგების გადალახვა, რაც დანაშაულმა დატოვა. სწორედ ამიტომ, ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი ინტერესების სრულ დაცვას, არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ადამიანური თვალსაზრისითაც.
დანაშაულის შედეგად კომპანიამ შეიძლება განიცადოს როგორც რეპუტაციული, ისე ფინანსური ზიანი — თანამშრომლის/პარტნიორის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მესამე პირის თავდასხმა, დოკუმენტაციის გაყალბება და სხვა. ასეთ შემთხვევებში საჭიროა მიზანმიმართული, სწრაფი და ადეკვატური რეაგირება.
ჩვენი გამომძიებელი ადვოკატების მეშვეობით ვსწავლობთ თანამშრომლების ქცევას, ფინანსურ ნაკადებს, საგადასახადო/საბუღალტრო დოკუმენტაციას (გაყალბებისა და სხვა გარემოებების გამოვლენის მიზნით), რათა დავადგინოთ, კონკრეტულად რომელმა ქმედებამ დაუდო საფუძველი დანაშაულს.
ჩვენი გუნდი ორიენტირებულია იმაზე, რომ კომპანიის სახელი არ შეილახოს და საგამოძიებო პროცესში არ წარმოიშვას დამატებითი რისკები. ჩვენ ვმუშაობთ როგორც საგამოძიებო, ისე საინფორმაციო ხაზით, რათა თავიდან ავიცილოთ რეპუტაციული ზიანი.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ თანამშრომელთა დაუდევრობა ხშირად ხდება სამართლებრივი პრობლემების მიზეზი. ჩვენი ადვოკატები ქმნიან სპეციალურ სასწავლო მოდულებს, სადაც განმარტებულია პასუხისმგებლობა, მოვალეობები და კანონის დარღვევის შედეგები. ეს იცავს კომპანიას განმეორებითი ან სამომავლო რისკებისგან.
კომპანიები ცდილობენ საგამოძიებო ორგანოებთან კომუნიკაციას თავიანთი შიდა იურისტების მეშვეობით. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ხშირად წარუმატებლად სრულდება, ვინაიდან კორპორატიული იურიდიული მუშაობა არსებითად განსხვავდება საადვოკატო პრაქტიკისგან. ჩვენს გუნდს აქვს ზუსტად ის გამოცდილება, რაც საჭიროა რთულ სისხლის სამართლის საქმეებში ეფექტური წარმომადგენლობისთვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ უკვე მიმართეთ პოლიციას დამოუკიდებლად ან კომპანიის იურისტის მეშვეობით, აუცილებელია, რომ გადაწყვეტილება მიიღოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაივლით სამართლებრივ კონსულტაციას ჩვენს კომპანიასთან – „ლეკიშვილი & პატიეშვილი".
„ლეკიშვილი & პატიეშვილის" სისხლის სამართლის ადვოკატებს აქვთ მრავალწლიანი პრაქტიკა სხვადასხვა კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებში. ჩვენი გუნდი 10 წელზე მეტია სპეციალიზდება სისხლის სამართალზე, რა დროშიც გვქონდა კომუნიკაცია ასეულობით დაზარალებულთან, ვაწარმოებდით მოლაპარაკების პროცესებს და თითქმის ყველა მათგანი წარმატებით დავასრულეთ. ჩვენი საპროკურორო და საადვოკატო გამოცდილება, ისევე როგორც საპროცესო/საგამოძიებო უნარები (ასობით გამოძიებული საქმე), ემსახურება კეთილსინდისიერი დაზარალებულების ინტერესების დაცვას. ენობრივი ბარიერი ჩვენთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს და კლიენტებს ვთავაზობთ მრავალენოვან მომსახურებას. საჭიროების შემთხვევაში, ვმუშაობთ საერთაშორისო მასშტაბითაც, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი ინტერესების დასაცავად.
„ლეკიშვილი & პატიეშვილში" დაზარალებულთა ინტერესები დაცულია ქვემოთ ჩამოთვლილ და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებაში.